პერსონალური მონაცემების დამუშავება

1. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯია“ (ს.ნ.: 406372287) (საკონტაქტო მეილი: info.consumer@oneprice.ge)[შემდგომში: OnePrice];

2. OnePrice-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის მონაწილეობის უზრუნველყოფის და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით;

3. OnePrice-ის მომხმარებელი (შემდგომში: მომხმარებელი) თავისი პერსონალური მონაცემების OnePrice-ისთვის მიწოდებით ეთანხმება, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით;

4. OnePrice-ის მიერ მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მომხმარებლისთვის გამჭვირვალედ, მისი ღირსების შეულახავად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპების სრული დაცვით;

5. OnePrice ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, მისამართი. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება აუცილებელი პირობაა ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად. ამასთან, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენებული იქნება მომხმარებლის მხოლოდ შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი;

6. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ან/და მისი ნაწილი შესაძლებელია გაზიარდეს OnePrice-ის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიასთან ან/და პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელ ქვეკონტრაქტორთან, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით;

7. პერსონალური მონაცემები შეინახება ქვემოთ მოცემული ვადით, იმის მიხედვით, რომელი უფრო ადრე დადგება:

ა) ლოიალობის პროგრამის მოქმედების განმავლობაში და ვადის ამოწურვიდან/შეწყვეტიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით;

ბ) მომხმარებლის მიერ თავისი თანხმობის გათხოვიდან 10 დღის ვადით.

8. პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე, ასევე, მოქმედებს შემდეგი წესი:

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი თანხმობა იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან/და OnePrice-ის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე (info.consumer@oneprice.ge) შეტყობინების გაგზავნით, ასევე, ტელეფონის ნომერზე მისულ შეტყობინებაზე შესაბამისი „გათიშვის კოდის“ (SMS Off) გაგზავნით; OnePrice შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

9. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

9.1. მომხმარებელს უფლება აქვს, OnePrice-ს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს) უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომხმარებლის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;

ბ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;

გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებებზე;

ე) მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;

ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;

ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი სავარაუდო შედეგის თაობაზე;

9.2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომხმარებელს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ზემოთ მოცემული ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მომხმარებელი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.

10. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

10.1. მომხმარებელს უფლება აქვს, OnePrice-თან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები. მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია OnePrice-სთან. მომხმარებელს, აგრეთვე, უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, OnePrice-ის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

11. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

11.1. მომხმარებელს უფლება აქვს, OnePrice-ს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მომხმარებელს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი;

11.2. თუ OnePrice მომხმარებლისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს. OnePrice-ს მომხმარებლისთვის შეტყობინების ვალდებულება არ წარმოეშობა, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება. თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულების შესრულებას, OnePrice-მა ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს მასთან პირველი კომუნიკაციის განხორციელებისთანავე.

12. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

12.1. მომხმარებელს უფლება აქვს OnePrice-ს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მომხმარებელს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი;

12.2. მომხმარებელს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;

12.3. მომხმარებელს უფლება აქვს, მის შესახებ მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში დამატებით OnePrice-ს მოსთხოვოს მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და მონაცემთა ასლების ან მონაცემებთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა.

13. მონაცემთა დაბლოკვის უფლება

13.1. მომხმარებელს უფლება აქვს, OnePrice-ს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მომხმარებელი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;

ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;

გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხარებელს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;

დ) მომხმარებელი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;

ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა;

13.2. მონაცემთა დაბლოკვის და განბლოკვის შესახებ OnePrice იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

13.3. მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა;

13.4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობით;

ბ) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად;

გ) OnePrice-ის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად;

დ) კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.

14. მონაცემთა გადატანის უფლება

14.1. თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მომხმარებელს უფლება აქვს, OnePrice-სგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

15. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები.

15.1. მომხმარებელს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:

ა) ეფუძნება მომხმარებლის აშკარად გამოხატულ თანხმობას;

ბ) აუცილებელია მომხმარებელსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;

გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

15.2. მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნისას OnePrice-მა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მომხმარებლის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.

16. თანხმობის გამოხმობის უფლება

16.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.

16.2. მომხმარებელს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა.

16.3. მომხმარებელს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, OnePrice-ს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

17. მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) უფლებების შეზღუდვა

17.1. მომხმარებლის ზემოთ მოცემული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

18. გასაჩივრების უფლება

18.1. მომხმარებელს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს;

18.2. მომხმარებელს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე;

18.3. მომხმარებელს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

19. სხვა პირობები

19.1. OnePrice უფლებას იტოვებს შეცვალოს წინამდებარე პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა საჭიროებიდან გამომდინარე ან/და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობის სრული დავით. ასეთი ცვლილების ძალაში შესვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება OnePrice-ის ვებ-გვერდზე (Oneprice.ge). OnePrice ასევე უფლებამოსილია ცვლილების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მომხმარებელს SMS შეტყობინების სახით რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე.